IRI-ის კვლევა

IRI: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა - 8%, გაუარესდა 70%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 8% ფიქრობს, რომ ბოლო ორ თვეში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, 70% თვლის, რომ გაუარესდა.

2012 წლის ივლისში 30% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდებოდა, 20% კი თვლიდა, რომ გაუარესდა.

2004 წელს მოსახლეობის 44% ფიქრობდა, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში უმჯობესდებოდა, 13% კი - უარესდებოდა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები