რუსთავი 2

დვალი: რ2-ს ჯერ ვუნარჩუნებთ მეილით სარგებლობის და მასალის გადაგორების უფლებას

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის თანამშრომლებს მეილით სარგებლობის უფლებას ჯერჯერობით არ ართმევენ. როგორც ცნობილია, ამჟამად სწორედ ისინი აკონტროლებენ საიტ rustavi2.com-ს, რომლის მესაკუთრეებიც თავად არიან.

"ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ რუსთავი2-ის თანამშრომლებს არ გავუთიშოთ მეილით სარგებლობის უფლება, რათა არ შეფერხდეს მუშაობა. აგრეთვე ვუნარჩუნებთ ფაილებზე წვდომის, გადმოგორების და მასალების მიღების სისტემას. ჩვენი ამოცანა არაა შეფერხების გამოწვევა. უბრალოდ, ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება. ამიერიდან ეს საიტი მოემსახურება სიმართლის ინტერესებს და მოემსახურება იმას, თუ რა მოხდა მაშინ და რა ხდება დღეს კულუარული და სამართლებრივი კუთხით", - თქვა დავით დვალმა.

ამჟამად, ტელეკომპანია rustavi2.ge-ზე მუშაობს.

კომენტარები