თავს შევიკავებ კვლევის შედეგებზე კომენტარის გაკეთებისგან. ზოგადად, იცით ჩვენი დამოკიდებულება იმ კვლევების მიმართ, რომელიც სხვა სუბიექტების მხრიდან კეთდება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების წინ და ვამბობდით, რომ ეს კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის შესაძლებლობას, განსხვავებით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებისგან. ჩვენ ვენდობით ჩვენს კვლევებს. უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ჩავატარებთ ჩვენს კვლევას. ეს კვლევა მოგვცემს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვართ, რომ “ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და, შესაბამისად, ჩვენი შედეგი მომდევნო მუნიციპალურ არჩევნებში ძალიან მაღალი იქნება.
tbl.ge/29ea
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის წინასწარ შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 25% უჭერს მხარს.
ამავე თემაზე
- IRI: EU-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 86%, NATO-ში გაწევრიანებას კი 79% ემხრობა
- IRI: არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა ენმ-ს - 40%, ქართულ ოცნებას - 29%
- ბობოხიძე: ოცნებასთან ერთად ევროინტეგრაციის შანსი არ არსებობს, ხალხი ამაში უნდა დავარწმუნოთ
- ფონ კრამონი IRI-ს კვლევაზე: ოცნებისა და მისი სატელიტების EU-ს საწინააღმდეგო კამპანია ჩავარდა
- IRI: 35% იმედს ენდობა, 26% – რუსთავი 2-ს, 24% – TV პირველს




