IRI-ის კვლევა

1TV: IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ჩატარებული კვლევის ნაწილს აქვეყნებს. მოამბის ინფორმაციით, IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ (67%).

მეორე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (65%), მას მოსდევს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (55%), ხოლო მეოთხე ადგილზეა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე (50%).

IRI ანგარიშს ოფიციალურად ორშაბათს, 3 აპრილს წარადგენს. რუსთავი ორის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კომენტარები