IRI-ის კვლევა

R2: IRI-ის კვლევით, "ოცნებას" 26% უჭერს მხარს, ენმ-ს - 15%, ევროპულ საქართველოს - 7%

რუსთავი ორმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილი გამოაქვეყნა. IRI ანგარიშს ოფიციალურად ორშაბათს, 3 აპრილს წარადგენს. რუსთავი ორის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კითხვაზე, "მომდევნო კვირას რომ იყოს არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?" - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 26%.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%.
  • ევროპული საქართველო - 7%;
  • ლეიბორისტული პარტია - 6%.
  • პატრიოტთა ალიანსი - 4%.
  • თავისუფალი დემოკრატები -3%.
  • დემოკრატიული მოძრაობა - 2%;
  • გირჩი 1%;
  • რესპუბლიკური პარტია - 1%.
  • სხვა პარტიები 1%;
  • არც ერთი პარტია - 15%.
  • არ მაქვს პასუხი - 20%.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამომრჩევლის 30% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 15% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 8% - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, გამოკითხულთა რა ნაწილს აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობა.

კომენტარები