ტყიბულში შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, მამაკაცი სამუშაოდ მიდიოდა, როდესაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.
ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





