სტიქია

იაპონიაში ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

იაპონიაში, ტოჩიგის მუნიციპალიტეტის დაბა ნასუში, ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ნასუ ტოკიოდან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დიდი ნაწილი საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები არიან, რომლებიც მთიან რეგიონში 3 დღიან მთაზე ცოცვის ვარჯიშებზე იმყოფებოდნენ.

ცუდი ამინდისა და დიდთოვლობის გამო მაშველებს დაზარალებულთა დახმარება გაუჭირდათ.

კომენტარები