შსს: ხელყუმბარები, ტროტილი, ვაზნები და სხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩაგვაბარეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.


ფოტო: შსს

უწყების განცხადების მიხედვით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.


ფოტო: შსს

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.


ფოტო: შსს

კომენტარები