ბიუროკრატია

დასაქმებულთა რაოდენობით 10 ყველაზე დიდი საჯარო უწყება

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საჯარო სექტორში 275 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ ანაზღაურებაზე წელიწადში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 116.7 ათასია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბიუჯეტში საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობა, რაც 59 ათას აღწევს მითითებული არაა, ასევე არაა მითითებული სახელმწიფოს კუთვნილ საავადმყოფებში მომუშავეთა და ზზოგიერთ სსიპ-ში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. თუმცა, არსებული მონაცემებით მაინც შეიძლება იმის დადგენა თუ რომელია დასაქმებულთა რაოდენობით ყველაზე დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციები. 

დასაქმებულთა რაოდენობით უმსხვილესი საჯარო უწყებების რეიტინგი:

10) იუსტიციის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 1.6 ათასი ადამიანი
  • პროკურატურა - 0.8 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 59.6 მილიონი ლარი

თეა წულუკიანი Just Taxi-ს პრეზენტაციაზე
ფოტო: facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

9) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

  • დასაქმებულთა რიცხვი - 3.6 ათასი ადამიანი
  • დაცვა - 3.5 ათასი ადამიანი
  • ადმინისტრაცია - 0.1 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 55 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/ssps.gov.ge

8) სუს-ი 

  • დასაქმებულთა რიცხვი - 3.8 ათასი ადამიანი
  • ბიუჯეტი - 115 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/sssgeo

7) ფინანსთა სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 4.8 ათასი ადამიანი
  • შემოსავლების სამსახური (საბაჟო) და გადასახადების მობილიზება - 3.6 ათასი ადამიანი
  • ფინანსური პოლიცია - 0.7 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 0.5 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 82.3 მილიონი ლარი


ფოტო: facebook.com/georgia.revenue.service

6) სასჯელაღსრულების სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 4.9 ათასი ადამიანი
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებები - 4.6 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 0.3 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 139 მილიონი ლარი

გლდანის ციხე
ფოტო: facebook.com/moc.gov.ge

5) კულტურის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 7.9 ათასი ადამიანი
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგები - 3 ათასი ადამიანი
  • სახელოვნებო განათლების დაწესებულებები - 2 ათასი ადამიანი
  • მუზეუმები - 1.6 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 99 მილიონი ლარი

დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია
ფოტო: ეროვნული მუზეუმი,

4) ჯანდაცვის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი (უშუალოდ სამინისტროში) - 3.2 ათასი ადამიანი (თუმცა სახელმწიფოს კუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებში 7-10 ათასი ადამიანი მაინც მუშაობს)
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 3.4 მილიარდი ლარი


ფოტო: panoramio.com

3) შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 29.9 ათასი ადამიანი
  • პოლიცა და საზღვერბის დაცვა - 28 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - ათას ადამიანამდე
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 585 მილიონი ლარი


ფოტო: შსს

2) თავდაცვის სამინისტრო

  • დასაქმებულთა რიცხვი - 42.2 ათასი ადამიანი
  • შეიარაღებული ძალები - 37.8 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ადმინისტრაცია - 5 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 748 მილიონი ლარი


ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

1) განათლების სამინისტრო (საჯარო სკოლების პედაგოგების ჩათვლით)

  • დასაქმებულთა რიცხვი - 61 ათასი ადამიანი
  • უშუალოდ სამინისტროში - 1.6 ათასი ადამიანი
  • საჯარო სკოლების პედაგოგები - 59 ათასი ადამიანი
  • სამინისტროს ბიუჯეტი - 1 მილიარდი


ფოტო: thedailysheeple.com

კომენტარები