ბიუროკრატია

ღარიბაშვილი: დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს 1 366 000-ს მიაღწია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საქსტატის მონაცემებით, 1 366 000 ადამიანს შეადგენს. 

"რაც შეეხება ეკონომოკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს, წელს ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც, მეორეშიც, პირველშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რიცხვმა ქვეყანაში - 1 366 000, ეს ოფიციალურად რაც არის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით, 45.2%-იდან 45.3%-მდე გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, დასაქმების მაჩვენებელი მზარდია 2023 წლის კვარტლური მონაცემებით, I კვარტალში ეს მონაცემი 42.6% იყო, II კვარტალში -  44.3%, ხოლო III კვარტალში - 45.3%. 

კომენტარები