პარლამენტი

კახიძე: მოგვიწოდებენ, ჩადებებზე ინფორმაციას გულგრილად შევხვდეთ

ძალიან შემაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე [სოფიო კილაძე], რომელიც ყურადღებით უნდა სწავლობდეს ნებისმიერ შეტყობინებას ნარკოტიკების შესაძლო ჩადებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს მოსმენებთან დაკავშირებით აგრეთვე პრინციპულ პოზიციაზე, რომ შესრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გვესაუბრება, რომ თურმე უპირობო ნდობა უნდა გამოვუცხადოთ პარლამენტმა ძალოვან სტრუქტურებს და მოგვიწოდებს, რომ, როდესაც ინფორმაცია ვრცელდება ჩადებების თაობაზე, ამას გულგრილად შევხვდეთ. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ფუნქცია, რომელიც გვაქვს პარლამენტარებს და განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთო კახიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები