თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.
რუსთავი ორის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა დაახლოებით 400 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ასევე, სცემეს ოჯახის წევრს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.





