გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდება

დადასტურებულია, რომ გიორგი მამალაძე ძლიერმოქმედი შხამით მოემგზავრებოდა გერმანიაში თეთრუაშვილის მოსაკლავად. ეს მისი სიტყვებია. თეთრუაშვილს გიორგი მამალაძე აღიქვამდა დამაბრკოლებლად, რასაც დაუფარავად აცხადებს კიდეც. ბრალდებულს იმდენად სძულს დაზარალებული, რომ დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდება, რაც ადვოკატებმა სასწრაფოდ ამოშალეს ოქმიდან, თუმცა, ეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. საქმეზე არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც. 

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე, კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები