გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძემ ბანკიდან სესხი აიღო

დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს.

 

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე, კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები