თბილისში, სანზონაში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს. რუსთავი ორის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლიდან სამი ათასი დოლარი წაიღეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ოპერაცია სჭირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.





