აქცია ბათუმში

ომბუდსმენის წარმომადგენელი: დაკავებულების თქმით, პოლიციას ძალა არ გამოუყენებია

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებულ პირებს შეხვდა. ციალა ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებულებს პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. 

ქათამიძის თქმითვე, აქციაზე დაკავებულები ამბობენ, რომ მათზე პოლიციას არ უძალადია. 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს სპონტანური აქცია მოყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების დღესვე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები