ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა, ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს და როდესაც საჯარო გახდა, არც მას მერე შემიხედავს. მე მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ეს ძალიან სწორია. ჩემი ინფორმაციით, მას არ უნახავს და სწორს აკეთებს. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია. საზოგადოებსაც მოვუწოდებ, ფარულ ჩანაწერებს, რაც არ უნდა იყოს, მათი ნახვა არაფერში გვჭირდება.
tbl.ge/288l
დაკოპირდა

ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ციანიდის საქმეზე ამბობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




