პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5%-ით გაიზარდა

REUTERS

2016 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.65 მილიარდი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 5%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - $578 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
  2. თურქეთი - $272 მილიონი, ზრდა წინა წელთან 272%
  3. დიდი ბრიტანეთი - $121 მილიონი, კლება წინა წელთან 69%
  4. ნიდერლანდები - $95 მილიონი, კლება წინა წელთან 39%
  5. ჩეხეთი - $93 მილიონი, ზრდა წინა წელთან 447%
  6. ლუქსემბურგი - $79 მილიონი, კლება წინა წელთან 25.5%
  7. პანამა - $78 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680%
  8. აშშ - $45 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
  9. კვიპროსი - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 131%
  10. დანარჩენი ქვეყნები - $246 მილიონი, კლება წელთან 12%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ 2016 წელს $519 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 32%-ია.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ 2016 წელს $645 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა ენერგეტიკა - $203 მილიონი, ორივე სექტორში წინა წელთან შედარებით ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. 

უმსხვილესი საინვესტიციო სექტორების რეიტინგი და ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $645 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
  2. ენერგეტიკა - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 63%
  3. მშენებლობა - $163 მილიონი, ზრდა წინა წელთან 46.8%
  4. საფინანსო სექტორი - $136 მილიონი, კლება წინა წელთან 24%
  5. დამამუშავებელი მრეწველობა - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 79%
  6. სასტუმროები რესტორნები - $111 მილიონი, კლება წინა წელთან 21%
  7. უძრავი ქონება - $70 მილიონი, კლება წინა წელთან 33%
  8. სამთომომპოვებელი მრეწველობა - $38 მილიონი, კლება წინა წელთან 67%
  9. ჯანდაცვა - $27 მილიონი, კლება წინა წელთან 81%
  10. სოფლის მეურნეობა - $10 მილიონი, კლება წინა წელთან 33%
  11. დანარჩენი სექტორები - $122 მილიონი, ზრდა წინა წელთან 335%

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები