პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61.5%-ით შემცირდა და $316 მილიონი შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციითვე, შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა. ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და $590.3 მილიონს გაუტოლდა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30%-ით შემცირდა და $329.2 მილიონი შეადგინა.

2023 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ქვეყნების მიხედვით:

  • აშშ - $51.8 მილიონი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4%);
  • გაერთიანებული სამეფო - $45.8 მილიონი (14.5%);
  • ნიდერლანდები - $45.3 მილიონი (14.3%).

ამასთან, ამავე დროით პერიოდში ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7%-ს შეადგენს.

სექტორული გადანაწილების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2023 წლის III კვარტალში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $80.2 მილიონი (ჯამური რაოდენობის 25.4%);
  • ტრანსპორტის - $61.9 მილიონი (19.6%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - $41.0 მილიონი (13.0%).

საქსტატის ინფორმაციით,  ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3%-ია. 

კომენტარები