საკონსტიტუციო ცვლილებები

აბესაძე: პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ჩართულობას

ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში. უნდა მიესალმებოდეს იმ ფართო დისკუსიას, რომლის მასპინძლადაც ამ შემთხვევაში გვევლინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს მიზნები, არა საზოგადოების ინტერესები, არამედ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან - ყველა სახელმწიფო შტო და სახელმწიფო პირი ემორჩილებოდეს მას. დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან თუნდაც საკონტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით, გიორგი მარგველაშვილი უპირისპირდება საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.

კომენტარები