რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: ძალიან მშვიდად ვუყურებდით რ2-თან დაკავშირებული პროცესების განვითარებას

ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი 2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არავითარი ინტერესი. მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას, როდესაც საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაირღვა თუ არა, იყო თუ არა სამართლიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები