რუსთავი 2-ის საქმე

სალია: უკვე აღარ გამოვრიცხავდით, რომ ეს ღონისძიება გაგრძელებულიყო

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმედღიანი შეჩერება მოხდა თავიდანვე, განცხადების საფუძველზე რა თქმა უნდა უკვე აღარ გამოვრიცხავდით იმას, რომ შესაძლებელი იყო გაგრძელებულიყო ეს ღონისძიება. გადაწყვეტილებაზე შემიძლია, მხოლოდ როგორც ფაქტზე ვისაუბრო. იმიტომ, რომ მისი შინაარსი და მოტივაცია არ ვიცი. თუმცა, როგორც ფაქტი არის უპრეცედენტო ვინაიდან ესეთ შემთხვევებში არასოდეს მიუღია აღსრულების შეჩერების მექანიზმზე სასამართლოს გადაწყვეტილება. აქამდე, მიღებული გადაწყვეტილებები ეხებოდა მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, ექსტრადიციას, დეპორტაციას და ა.შ. საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი, დასაბუთება და მოტივაცია. იმ შემთხვევაში თუ, დავის განხილვის შედეგად მიჩნეული იქნება, რომ ყარამანაშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ეს გახდება საფუძველი იმისთვის, რომ ხელახლა დავიწყოთ საქართველოში, ანუ გაუქმდეს გადაწყვეტილება 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები