რუსთავი 2-ის საქმე

უგულავა R2-ზე: ხელისუფლებამ საკუთრების უფლებას მიაყენა გამოუსწორებელი დარტყმა

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების ძალაში შესვლით თითოეული თქვენგანის ქონება - სახლი, ბინა, მიწა, ბიზნესი, წილები ყველაფერი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან დიდმა პალატამ სრულიად უზნეოდ, უტიფრად და ანტიკონსტიტუციურად გვითხრა, რომ მაგალითად, თუ 10 წლის წინ ვიღაცა ფლობდა თქვენს ბინას, რომელშიც დღეს ცხოვრობთ და თქვენსა და მას შორის კიდევ არის მესამე მესაკუთრე, შეიძლება, ის ათი წლის წინანდელი მესაკუთრე მოვიდეს, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება, იპოვოს ურთმელიძისნაირი ან ნაზღაიძისნაირი მოსყიდული მოსამართლე და თქვენს ბინას დაეპატრონოს ისე, რომ თქვენ ამის შესახებ საერთოდ არ იცოდეთ. ასევე შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ბიზნესთან და საკუთრებასთან დაკავშირებით. მინდა, მკაფიოდ ავხსნა, მეგობრებო, ვისაც შეიძლება სიტყვის თავისუფლება ისე არ განაღვლებთ, საკუთრების უფლება, რომელზეც ასე ლაღად გვესაუბრება ხოლმე ხელისუფლება, სწორედ საკუთრების უფლებას მიაყენა დღეს ხელისუფლებამ გამოუსწორებელი დარტყმა. თუ ეს ძალაში შევიდა, ჩვენ მივიღებთ სამოქალაქო ურთიერთობებში სრულ ქაოსს და რევოლუციას. ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიგი უგულავა რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები