მედიის თავისუფლება

ჯეჯელავა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე: ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღარ ექნებათ წუხილი

ტაბულა

"თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები და ავტორიტეტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ დეტალურად მედიაში არსებულ მდგომარეობას, სტანდარტებს და პროცესების მიმდინარეობას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - ვიცეპრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე პრემიერმინისტრის ინიციატივას განმარტავს. 

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიათავისუფლებას საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით, არ შეესაბამება სიმართლეს და არის არასრულ ანალიზზე დაფუძნებული, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები და ავტორიტეტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ დეტალურად მედიაში არსებულ მდგომარეობას, სტანდარტებს და პროცესების მიმდინარეობას, ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება და სხვა ყველა საკითხს პასუხი გაეცემა და, შესაბამისად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვის მოსაზრებებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ, აღარ ექნებათ ასეთი წუხილი", - ამბობს ჯეჯელავა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით დღეს გამოვიდა. პრემიერი ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი მუდმივად უნდა დააკვირდეს მედიაგარემოს და მის განვითარებას.

კომენტარები