ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული პ.ა. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, პ.ა.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები