ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასებას პრეზიდენტის ამ განცხადებას ვერ მივცემ ... ერთერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ (ჯერ პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. მისი პოზიცია იყო, რომ ჯობდა, მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ამ პოზიციასაც და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ არჩევანი ორსაფეხურიან რეფორმაზე შევაჩერეთ. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე - ვიფიქროთ იმაზე, რომ მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე.
tbl.ge/27tn
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა 3 მარტს თქვა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლის მოტივაცია არის არა კონსტიტუციის სიღრმისეული ცვლილება, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსზე შეხედულებები.
გიორგი მარგველაშვილიირაკლი კობახიძეარჩევნებიპირდაპირი წესიარაპირდაპირი წესიკონსტიტუციასაკონსტიტუციო კომისიასაქართველოს პრეზიდენტი
ამავე თემაზე
- პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა
- ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება - ხაზარაძე
- ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა – სია
- პრეზიდენტი: პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია
- წილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი




