რუსთავი 2-ის საქმე

სტრასბურგი: ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც, მან დროებით შეაჩერა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, წერია:

"2017 წლის 3 მარტს სასამართლომ გადაწყვიტა მხარეების ინტერესების გათვალისწინებისა და საქმის წარმოების სწორად წარმართვისთვის, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას, 39-ე მუხლის თანახმად, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს აპლიკანტი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან. ღონისძიება დროებითია და 8 მარტს სრულდება", - წერია დოკუმენტში.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და რუსთავი 2-ის იურისტებს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვა.

კომენტარები