რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: სანამ მიშას საშიშროება იქნება, R2-ს ვერავის მივყიდი, გვარამია ავანტიურისტია

პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. თუმცა, ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ. შინაარსის დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს... ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. უბრალოდ ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები.

ინტერპრესნიუსთან საუბარში, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეთავაზებაზე, რომ ტელეკომპანია რუსთავი ორი მის კოლექტივს მიყიდოს.

კომენტარები