რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია R2-ზე: ეს არის ძალიან სახიფათო გზა, საითაც ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა

ვუსმენდი ივანიშვილის გუნდის სხვადასხვა მარიონეტის გამოსვლას და ძალიან სამწუხარო პარალელი გამახსენდა. წინასწარ ხაზს ვუსვამ, რომ სრულფასოვან პარალელს არ ვატარებ იმიტომ, რომ, საბედნიეროდ, განსხვავებები უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება, მაგრამ НТВ-ს დახურვა ვისაც ახსოვს და მთელი პერიპეტიები, არგუმენტები და განცხადებები, რომ "ჟურნალისტების ხელში იქნება ეს ყველაფერი და საკუთრების უფლებაც ხომ არსებობს" და ხალვაშის განცხადება, რომ შეხვდება კოლექტივს, ერთიერთზეა ეს ყველაფერი. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის რუსეთი, ქართული საზოგადოება არ არის ის საზოგადოება და არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო რუსეთის საზოგადოება. ამავე დროს, ეს არის ძალიან სახიფათო გზა, საითაც ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის დეპუტატი გიგა ბოკერია გადაცემა არჩევანში. როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომაც ტელეკომპანა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები