რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: სახელმწიფო ვალდებულია კანონიერი მფლობელობა თვითონ აღასრულოს

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ მისი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია კანონიერი მფლობელობა თვითონ აღასრულოს.

"მე პარალელს გავავლებ აღსრულებასთან დაკავშირებით. როდესაც აღსრულება ხდებოდა 2009 წელს, შეგახსენებთ, რომ გაცილებით მეტი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი ჩვენთან. ისინი უმუსევრები დარჩნენ. აღსრულება მოხდა ასე: ქონება დაიტაცეს, ვიღაც-ვიღაცები ჩამოვიდნენ და გაიტანეს ტექნიკა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მოიტანეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ახლოს არ მიგვაკარეს. ეს ყველაფერი ხდებოდა უკანონოდ ჩემს წინააღმდეგ ძალადობრივად. ერთ-ერთი თანამონაწილე ამ საქმის იყო გვარამია.

მე არ ვაპირებ იგივეს გამეორებას და სახელმწიფოს დახმარებით ამის კეთებას. თუმცა, ვთვლი, რომ სახელმწიფო ვალდებულია კანონიერი მფლობელობა თვითონ აღასრულოს. როდესაც შეძლებს ამის მშვიდობიანად შესრულებას, მაშინ შევასრულებ. ვფიქრობ, რომ ნერვიულობას გადალახავს, ხალხი რეალობას შეეჩვევა და თანამშრომლები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ რუსთავი 2 იყოს ლიდერი კომპანია ბაზარზე და ემსახუროს ხალხს", - თქვა ქიბარ ხალვაშმა.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები