რუსთავი 2-ის საქმე

სალია: "ვკეტავთ კარს და არ შემოგიშვებთ" კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ თუ ტელევიზიაში შესვლა ვერ შეძლეს, იმოქმედებენ კანონისა და წესის შესაბამისად. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

"ვიმოქმედებთ კანონისა და წესის შესაბამისად... "ვკეტავთ შიგნიდან კარს და არ შემოგიშვებთ" ეს არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე, კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, ვინ არის დამფუძნებელი, როდესაც კორპორატიულ ურთიერთობებზეა საუბარი, ვინ არის პარტნიორი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მენეჯმენტმა უნდა იმოქმედოს კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მენეჯმენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი აზრით, რომ კომპანიის ინტერესები არ დაზარალდეს.

ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში, როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, მოახერხებს კრიზისული სიტუაციის დალაგებას და არ გვექნება რაიმე ხისტი გადაწყვეტილებები მისაღები. როცა ვსაუბრობ ხისტ გადაწყვეტილებებზე, ნამდვილად არ მინდა, ვინმემ იგულისხმოს, რომ რაიმე იძულების მექანიზმი იქნება გამოყენებული, ისევ და ისევ ვსაუბრობ კორპორატიული ურთიერთობებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებზე", - თქვა სალიამ.

კომენტარები