რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ჩემს ხელში რუსთავი 2 არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც დღეს აქვს

ჩემს ხელში არხი არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც დღეს აქვს, იმ გაგებით, რომ არ იქნება ვიღაცის მოსამსახურე, არ იქნება აგიტატორი. ჩემს ხელში შეასრულებს ხალხის სამსახურში ყოფნის ფუნქციას. მე გაცილებით ნაკლებად ვარ დამოკიდებული ივანიშვილზე ან ოცნებაზე, ვიდრე გვარამიაა დამოკიდებული სააკაშვილზე. ასე რომ, ეს არ იქნება პარტიული ტელევიზია. ზუსტად საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან დავამატებდი, რომ მეც მინდა, ტელევიზია იყოს ხალხის სამსახურში.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია პირველთან საუბარში.

კომენტარები