რუსთავი 2-ის საქმე

სალია: საჯარო რეესტრს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მივმართავთ

რუსთავი 2

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრს ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიმართავენ,

"უზენაესი სასამართლო, მოგეხსენებათ, მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია. რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე მეც უზენაესი სასამართლოს საიტიდან, რომ მიიღო დიდმა პალატამ გადაწყვეტილება. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება და ჩაგვბარდება მხარეებს. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დევს. რეესტრში ეს აისახება, როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და მივიტანთ საჯარო რეესტრში. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში გააკეთებს განცხადებას ქიბარ ხალვაში. რაც შევიტყვე გადაწყვეტილება, ვერ მოვახერხე, დამერეკა და მიმელოცა მისთვის. როცა ჟურნალისტებს გასცმს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს, შემდეგ დავუკავშირდები. ვკითხავ მისი გეგმების შესახებ და რას აპირებს. განცხადებას, ჩემი აზრით, აუცილებლად გააკეთებს", - თქვა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა რუსთავი 2-თან საუბარში.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები