საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: წმიდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმიდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

„გაცნობებთ, რომ წმიდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, - აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.

ცნობისთვის, გუშინ პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ინტერპრესნიუსს დაუდასტურა, რომ წმიდა სინოდის სხდომა 7 მარტს გაიმართებოდა. ტაბულა შეეცადა ახლად დანიშნულ სპიკერთან, დეკანოზ დავით შარაშენიძესთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა მან გვიპასუხა, რომ არ სცალია. 

წმიდა სინოდის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იქნება.

კომენტარები