რუსთავი ორი მზად არის საქმის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, დამარცხებისთვის ამ უკანონო, უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლებასთან და ერთ კონკრეტულ ოლიგარქთან, რომელიც თამაშობს ადამიანების ბედით, დემოკრატიით და ქვეყნის მომავლით.
რუსთავი ორი აგრძელებს მაუწყებლობას, ჩვენ ვაანონსებთ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. ხვალ, პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე, ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.





