წყალმომარაგება

GWP: ჩუღურეთის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა, აღდგენის დრო, ჯერჯერობით, უცნობია

კომპანია Georgian Water & Power-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ქვლივიძის N20-თან, 150მმ-იანი წყალსადენის ქსელი დაზიანდა. კომპანიის ინფორმაციით, დაზიანება ფარულია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. ამ დროისთვის, საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობს.

"სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 28 თებერვალს, 15:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერენტი გრანელის, გორკის და მიმდებარე ქუჩებს;

კომპანია წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით Facebook-ის და განცხადების საშუალებით გაავრცელებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge" - აცხადებს Georgian Water & Power და დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

"ვეცდებით, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დავასრულოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები