6 აგვისტოს, რამდენიმე საათის განმავლობაში, საბურთალოს და ისნის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის ცნობით, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
კერძოდ, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ დიღომში: აღმაშენებლის, მ.მესხის, თამარ მეფის, გორგასლის ქუჩებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში ქ.წამებულის გამზ. N 68.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.