მალაიზიის პოლიციის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უფროსი ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომელია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საელჩოს თანამშრომლის გარდა, მომხდარში კიდევ ერთი ახალი პირიც არის ეჭვმიტანილი.
Sky News-ის ცნობით, მეორე ეჭვმიტანილი ჩრდილოეთკორეული ავიაკომპანია Air Koryo-ს თანამშრომელია.
45 წლის კიმ ჩენ ნამი 14 თებერვალს, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსებით მოკლა. ორივე ქალი დაკავებულია.
ამ მომენტისათვის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო სულ სამი ადამიანია დაკავებული, 7 კი იძებნება.