საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქეს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალა შემოჰქონდა.
"გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
კონტრაბანდა