გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე ზენონი: ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი ზიანის მომტანია

მისი უწმინდესობა იმყოფება ფიზიკურად ჯანმრთელ მდგომარეობაში. როგორც ექიმებმა თქვეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დაისვენებს და ხვალიდან შეუდგება თავის სამამათავრო მოღვაწეობას. ხვალიდან მეტ-ნაკლებად უფრო თვალნათელი და გასაგები გახდება მოვლენები. ქალბატონ შორენას მე ვიცნობ 1989 წლიდან, მე ვიყავი 17 წლის. მე არ დავიბადე, თორემ გავიზარდე აქ და ვიყავი მის უწმინდესობასთან. მე მას ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი, თუნდაც ისეთ კონტექსტში, რომელზეც არის საუბარი. მეუფე პეტრემ ძალიან კარგად იცის, რომ არ ვეთანხმები. მე თავის დროზე გამოვთქვი ჩემი პოზიცია. ყველას შეიძლება შეცდომა, გადაცდენა ჰქონდეს, მაგრამ მეუფე პეტრე რასაც ლაპარაკობს, ეს ფორმა ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი გიორგი მამალაძის საქმესა და პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე საუბრობს.

კომენტარები