გიორგი მამალაძის საქმე

ილია II მამალაძის საქმეზე: შევისწავლით ხელისუფლებასთან ერთად და გამოვიტანთ დასკვნას

საქართველო კათოლიკოს-პარტიარქის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის და დასკვნებს გამოიტანს.

ამის შესახებ ილია მეორემ დღეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში განაცხადა.

"სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება", - უთხრა ჟურნალისტებს პატრიარქმა.

ილია მეორემ მოსახლეობას და ექიმებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

"ღვთის წყალობით, თქვენი ლოცვებით, მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან, ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თანადგომისათვის, თქვენი ლოცვებისათვის. მე მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესორებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით", - თქვა ილია მეორემ.

 

კომენტარები