თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ახალი თავჯდომარე შალვა შავგულიძე იქნება

ტაბულა

დღეს, თბილისში თავისუფალი დემოკრატების ყრილობა გაიმართა.  დელეგატებმა პარტიის ახალ თავჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს. ყრილობას პარტიის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა, რომელმაც არჩევნებში მარცხის შემდეგ, თავჯდომარის პოსტი დატოვა. ალასანიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას აღარ გეგმავს და საქმიანობას ბიზნესში განაგრძობს. 

ირაკლი ალასანია არ ყოფილა ერთადერთი წევრი, რომელმაც პარტია დატოვა. ალასანიასთან ერთად თავისუფალი დემოკრატებიდან ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი წავიდნენ. 

პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმების 4.62% მიიღეს.

კომენტარები