ტაბულა

საია ტაბულას წინააღმდეგ - საბჭომ დაადგინა, რომ ტაბულას ქარტია არ დაურღვევია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ტაბულას წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ არ გაიზიარა. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ მათ დაადგინეს, რომ ტაბულას საიას შესახებ მომზადებულ მასალაში სადავო პროფესიული სტანდარტი არ დაურღვევია. კერძოდ, საია ტაბულას ჟურნალისტ ირაკლი კიკნაველიძეს და დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილს ედავებოდა, რომ მათ ქარტიის მესამე პრინციპი დაარღვიეს და სტატიაში მნიშვნელოვანი ფაქტი მიჩქმალეს, რითიც მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს. ტაბულა მის წინააღმდეგ განაცხადს არ ეთანხმებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მათ პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვით მოამზადეს მასალა და ორგანიზაციის პოზიციაც სრულფასოვნად გადმოსცეს. ისინი თვლიდნენ, რომ საია მათი საქმიანობის მიმართ ტაბულას კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გაანაწყენა.

საბჭომ დაადგინა, რომ ტაბულას ქარტიის სადავო, მესამე მუხლი -„ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები და არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ - არ დაურღვევია. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქარტიის საბჭო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

საია ასევე მიიჩნევდა, რომ სტატიაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი - ინფორმაციის სიზუსტე, თუმცა მხარემ ეს მოთხოვნა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა.

ტაბულას მომზადებული მასალა საიას საქმიანობაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები