გიორგი მამალაძის საქმე

ჰერმანი საპატრიარქოზე: იმედს გამოვთქვამთ, რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება

ის, რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის უწმიდესობას. მე ვარ ამაყი, რომ წარსულში მქონია მასთან შეხვედრის შესაძლებლობები. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპელი ლიდერები პატრიარქს სტუმრობდნენ. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვართ მისდამი განწყობილი. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ არსებული მდგომარეობა მალე დასტაბილურდება. 

რა თქმა უნდა, ინფორმირებულები ვართ მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ ამის შესახებ უკვე ინფორმაცია. ასევე ვნახეთ სხვადასხვა განცხადება, მათ შორის, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული.

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

კომენტარები