ხვალ, 14 თებერვალს, თბილისის ორი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 19:00 საათამდე კი, აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.





