საფრანგეთი

პარიზის მერია ეიფელის კოშკის გარშემო 2.5-მეტრიანი შუშის კედლის აშენებას გეგმავს

AFP

პარიზის მერია ეიფელის კოშკის ტერორისტებისგან დასაცავად, მის გარშემო 2.5-მეტრიანი შუშის კედლის აშენებას გეგმავს.

პარიზის მერიის განცხადებით, შუშის კედელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს დამონტაჟებულ მეტალის ღობეებს ჩაანაცვლებს.

პროექტი დამტკიცების შემთხვევაში 20 მილიონი ევრო დაჯდება და მშენებლობა მიმდინარე წელსვე დაიწყება.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 1 კვირის წინ ლუვრის მუზეუმის დაცვის წევრზე თავდასხმას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბერში პარიზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. 2016 წლის ივლისში კი ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები