სავალუტო რეზერვები

საქართველოს სავალუტო რეზერვები იანვარში $38.5 მილიონით გაიზარდა

AP Photo

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში სავალუტო რეზევები $38.5 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 1.5%-იან მატებას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობით, ოფიციალური რეზერვების მოცულობა $2.6 მილიარდია. სულ 2016 წლის მანძილზე სავალუტო რეზერვები $353 მილიონით გაიზარდა, რაც 16%-იან მატებას წარმოადგენს.

ეს მაჩვენებელი რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს 12.6%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.2 მილიარდია (დეკემბერი, ნოემბერი, ოქტომბერი)

კომენტარები