საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს, 9 თებერვალს, 11:00-ზე, გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. საბჭოს წევრების თქმით, შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძის სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

სამეურვეო საბჭოს ოფიციალური სხდომა კი, პარასკევს, 12:00-ზე გაიმართება. მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრები შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა გუშინ წარმოადგინა. მისი გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მისივე შეთავაზებით, მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს. 

კომენტარები