გიორგი გიუნაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს ე.წ. სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა

გიორგი გიუნაშვილს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს, მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. სასამართლომ განაჩენი 3 თებერვალს გამოიტანა.

„ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა შარშან ზაფხულში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ედავება.

გიუნაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ დაკავებულთან არანაირი წვდომა არ აქვს.

 

კომენტარები