აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

UPI / Barcroft Images

გუშინ აშშ-ის სენატმა რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შემდეგ, ტილერსონს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ფიცი დაადებინა. ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანდასწრებით გაიმართა.

გასულ კვირაში, ტილერსონს აშშ-ის სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

რექს ტილერსონი აშშ-ის 69-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.

კომენტარები